18 მარ 2026
საქართველოს საპატრიარქოში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია, მღვდელმთავრები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვის თაობაზე და მასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პროცედურაზე მსჯელობენ.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ საზოგადოებას ეცნობება, რა გადაწყვეტილებებიც იქნება მიღებული.