წმინდა სინოდის მიმართვა საქართველოს მოქალაქეებისადმი

18 მარ 2026

მისი უწმინდესობა ღვითმიცვალებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე სამების ტაძარში პატივით დაასვენეს, ადგილზე მისულები არიან სასულიერო იერარქები, ხელისუფლების ფაქტიურად ყველა წევრი და ზღვა ხალხი, რომლებიც პატრიარქს პატივს მიაგებენ, როგორც იცით სინოდის გადაწყვეტილებით, მას კვირას სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ, რადგან თავად ილია მეორეს არაერთხელ გაუჟღერებია მის უახლოესს ადამიანებთან სწორედ ეს სურვილი, გარდა ამისა სინოდმა დაამტკიცე მეუფე შიო მოსაყდრედ, რაც იმას ნიშნავას, რომ ახალი პატრიარქის არჩევამდე, სწორედ ის წარმართავს საპატრიარქოს ბუნებრივია ახალ პატრიარქად შესაძლოა თავად მეუფე შიო შეარჩიონ, ან სხვა ნებისმიერი იმ 38 მღვედლმთავართაგან, რომლებიც წმინდა სინოდის წევრები არიან.
სინოდმა ასევე გაავრცელა განცხადება, ქრისტესმიერი სიყვარულის აღორძინებით ჩვენ შევძლებთ ქვეყანაში მშვიდობიანი თანაარსებობის დამკვიდრებას და საზოგადოების გამთლიანებას.
გავაგრძელოთ სვლა ჩვენი წინაპრების მიერ გაკვალულ გზაზე, რომელთან დაბრუნებაშიც შეუფასებელია ისტორიული როლი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, – ამის შესახებ ნათქვამია წმინდა სინოდის მიერ შემუშავებულ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისადმი მიმართვაში, რომელიც ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, თეოდორე ჭუაძემ წაიკითხა.