19 მარ 2026
ეპოქის დასასრული – საქართველო პატრიარქის გარდაცვალებას გლოვობს. კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება. მას შემდეგ რაც პატრიარქი გადაასვენეს ტაძარში, ილია II-ისთვის პატივის მისაგებად ხალხის ნაკადი არ წყდება 24 საათის განმავლობაში,. მოქალქეები ამბობენ, რომ ილია მეორ ეპოქალური პიროვნება იყო, ორმლის გარდაცალებით დასრულდა მნიშვნელოვანი პერიოდი მართმადიდებლურ ეკლესიაში. მრევლი აNიშნავს, რომ პატრიარქის მიმართ მათი სიყვარულოი და პატივისცემა უსაზღვროა, სწორედ მის მოღვაწეობას უკავშირებენ ტაძრებში მრევლის დაბრუნებას. საპატრიარქოს ინფორმაციით, სამების საპატრიარქო ტაძარი უწყვეტად ღია იქნება. ილია II ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში გუშინ დაასვენეს.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.