19 მარ 2026
სამების საკათედრო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორისთვის პატივის მისაგებად მოქალაქეები მთელი ღამის განმავლობაში მიდიოდნენ. საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ყოვლადწმინდა სამების ტაძარი 24 საათის განმავლობაში ღიაა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე საპატრიარქოდან სამების საკათედრო ტაძარში გუშინ გადაასვენეს. უწმინდესსა და უნეტარესს კვირას, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.