ხის დარგვის საერთაშორისო დღე

22 ოქტ 2025

22 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა - თარიღთან დაკავშირებით, ფოთის  მე-5  საჯარო სკოლის ეზოში ხის დარგვის აქცია გაიმართა. 

სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე 20-მდე წიწვოვანი სახეობის ნერგი დაირგო. ეროვნული სატყეო სააგენტოს კამპანიის - „დარგე ხე“, მიზანი  ტყის მოვლა-აღდგენასა და შენარჩუნებაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.