19 მარ 2026
ბათუმის საქალაქო სასამართლოში ,, ქურდულ სამყაროსთან’’ კავშირში მყოფი პირების საქმის განხილვა მიმდინარეობს. ამ წუთებში სასამართლო 17 პირის საქმეს განიხილავს. ადვოკატების თქმით, დაკავებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ. ცნობილია, რომ დაცვის მხარის ნაწილი გირაოს, ხოლო ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების გამოყენების სახით პატიმრობას ითხოვს.
საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი განიხილავს. 17 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა აჭარაში 72 პირი დააკავეს, ხოლო 5 პირს ბრალდება დაუსწრებლად და პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინათ.
დაკავებულებს ბრალად ედებათ ,, ქურდული სამყაროს წევრობა’’, ,,ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა’’, ,, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა’’, ,, ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა’’ და ,,კანონიერი ქურდობა’’. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.