„მუსიკალური ბათუმი ათენში"

22 ოქტ 2025

“მუსიკალური ბათუმი ათენში” - 24 ოქტომბერს ათენის  მუსიკალური თეატრის ,,მარია კალასის“ საკონცერტო დარბაზში ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრისა და სოლისტების გალა კონცერტი გაიმართება.

ქართული კლასიკური მუსიკის საღამო საქართველო-საბერძნეთის მეგობრობას და დიდი მაესტროს ოდისეი დიმიტრიადის ხსოვნას მიეძღვნება. გალა კონცერტი აჭარის კულტურის მინისტრის ელისო ბოლქვაძის საბერძნეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა.

საბერძნეთში გამგზავრებამდე ორკესტრმა გენერალური რეპეტიცია ჩაატარა.