19 მარ 2026
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს ბათუმის ღვთისმშობლის შობის ტაძარში. უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ხსოვნის პატივსაგებად მრევლი ყოველდღიურად იკრიბება და სანთლებს ანთებს.
მოქალაქეები სრულიად საქართველოს და ერთმანეთს უსამძიმრებენ, იხსენებენ პატრიარქის ქადაგებებს, მის ღვაწლს ქვეყნისა და ეკლესიის წინაშე.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში ყოველდღე, საღამოს შვიდის ნახევრიდან დაიწყება. პატრიარქის პანაშვიდს ეკლესიებში 40 დღის განმავლობაში გადაიხდიან.