ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დაკავებულ 16 პირს პატიმრობა შეეფარდა

19 მარ 2026

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ,, ქურდულ სამყაროსთან’’ კავშირში მყოფი პირების საქმის განხილვა მიმდინარეობს.

ამ წუთებში სასამართლო 15 პირის საქმეს განიხილავს. დილით უკვე გაიმართა, აღნიშნულ საქმეზე 17 პირის   სასამართლო პროცესი. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დაკავებულებს წინასწარი ორ თვიანი პატიმრობა შეუფარდა, მხოლოდ ერთი 7 ათასი ლარის გადახდის შემდეგ გათავისუფლდება.

დაკავებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ. მომდევნო სხდომა 15 მაისს ჩაინიშნა. 17 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა აჭარაში 72 პირი დააკავეს, ხოლო 5 პირს ბრალდება დაუსწრებლად და პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინათ. 

დაკავებულებს ბრალად ედებათ ,, ქურდული სამყაროს წევრობა’’, ,,ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა’’, ,, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა’’, ,, ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა’’ და ,,კანონიერი ქურდობა’’. დანაშაული დამტკიცების შემთხევვაში 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.