სამებაში პატრიარქის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

19 მარ 2026

პატრიარქის დაკრძალვის დღეს  საგანგებო ლიტურგიას სამებსი საკათედრო ტაძარში მსოფლიო პატრიარქი აღავლენს. ამის შემდეგ ილია მეორეს სიონის საკათედოს ტაძარშუი დაკძაკლავენ.
მთელი ეპოქაა პატრიარქი, მისი გარდაცვალება კი  ეპოქის დასასრული - ასე ფასდება ილია მეორის, თითქმის, ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობა.  მოქალაქეები 24 საათის განმავლობაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ემშვიდობებიან.
ხალხმრავლობაა, როგორც სამების საკათედრო ტაძარში ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე. ათასობით ადამიანი ცდილობს პატივი მიაგოს იმ ადამიანის ხსოვნას, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ერის ერთიანობისა და სულიერი სიმტკიცის სიმბოლო იყო.
მოქალქეები ამბობენ, რომ ილია მეორე ეპოქალური პიროვნება იყო, რომლის გარდაცვალებით დასრულდა მნიშვნელოვანი პერიოდი მართმადიდებლურ ეკლესიაში. მრევლი აღიშნავს, რომ პატრიარქის მიმართ მათი სიყვარულოი და პატივისცემა უსაზღვროა, სწორედ მის მოღვაწეობას უკავშირებენ ტაძრებში მრევლის დაბრუნებას. ილია II ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში გუშინ გადაასვენეს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვაა გამოცხადებული.