ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა და კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალება

19 მარ 2026

 სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სატელეფონო საუბარი გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან რა დროსაც კიდევ ერთხელ გამოთქვა სამძიმარი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო. ინფორმაციას სომხეთის პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.