ოკუპირებულ დონეცკში საწვავის დეფიციტია

22 ოქტ 2025

ბენზინის დეფიციტი და ფასების ზრდა რუსეთის მიერ კონტროლირებად უკრაინის დონეცკის ოლქსაც  შეეხო. მძღოლებს ბენზინგასამართ სადგურებთან საწვავის შესავსებად რიგში დგომა საათობით უწევთ.

ისინი საწვავის დეფიციტსა და გაძვირებას მიმდინარე ომს უკავშირებენ, რომელიც მათივე თქმით, დიდი ხნის წინ უნდა შეწყვეტილიყო.

დეფიციტი, რომელიც ყირიმსა და რუსეთის ზოგიერთ რეგიონში შეიქმნა, ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის დრონებით განხორციელებული თავდასხმების სერიას მოჰყვა.