22 ოქტ 2025
კიევსა და მის შემოგარენში რუსული სარაკეტო და დრონებით თავდასხმების შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში კიევსა და ბროვარიში მიმდინარე სამაშველო ოპერაციებია ასახული.
უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, თავდასხმები მთელი ღამის განმავლობაში და ოთხშაბათს დილას გაგრძელდა, რუსეთმა თავდაპირველად ბალისტიკური რაკეტები ისროლა, შემდეგ კი დრონებით შეტევა განახორციელა.