ილია მეორეს სიონის ტაძარში საკურთხეველთან, მარცხენა მხარეს დაკრძალავენ

20 მარ 2026

სიონის ეკლესიაში მზადება მიმდინარეობს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სამუდამო განსასვენებელს თავის საყვარელ ტაძარში დაიდებს.

მარცხნივ საკურთხეველთან - მისი სურვილის შესაბამისად. საქართველოს 141-ე პატრიარქის დაკრძალვის ადგილი, გუშინ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა მოინახულა. 

სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზი მამა გიორგი სანამაშვილი აცხადებს, რომ უწმინდესის სურვილის საფუძველზე მზადდება სიონის ტაძარში მისთვის განკუთვნილი ადგილი.