20 მარ 2026
უფასო ტრანსპორტია დანიშნული თბილისის მიმართულებით მაღალმთიანი აჭარიდან, ხულოდან თბილისისკენ გამგზავრებას დღეს 20 საათზე შეძლებთ, მსურველები ხულოს მერიასთან უნდა შეიკრიბოთ. ქედაში შეკრების ადგილი წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაა. ტრანსპორტი ხვალ 21 მარტს გამთენიოს 5 საათზე გავა. ასევე ხვალ 21 მარტს დილის 5 საათზე გავა ტრანსპორტი თბილისისკენ შუახევიდან, მსურველები მუნიციპალიტეტის მერიასთან უნდა მიხვიდეთ.