იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქის, უნეტარეს თეოფილე III-ის სამძიმარი

20 მარ 2026

იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი, თეოფილე III სამძიმრის წერილს ავრცელებს. პატრიარქი სამძიმარს უცხადებს მოძმე საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას მისი ნეტარხსენებული მწყემსმთავარის, ილია II-ის უფლისმიერ მიცვალების გამო.

წერილში აღნიშნულია, რომ პატრიარქი ილია მეორე იყო რწმენის, სათნოების, განათლებისა და ქრისტესმიერი ურყევი რწმენის ადამიანი. გავრცელებულ წერილში ასევე აღნიშნულია, რომ რეგიონში არსებული საომარი მდგომარეობის გამო, უნეტარესი თეოფილე III ილია მეორის დაკრძალვაზე პირადად დასწრებას ვერ მოახერხებს.