ეკლესიათა მსოფლიო საბჭო ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

20 მარ 2026

,,ეკლესიათა მსოფლიო საბჭო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვას. ჩვენ, მთელ მსოფლიოში ჩვენს მართლმადიდებელ დებსა და ძმებთან ერთად, მადლობას ვწირავთ ღმერთს პატრიარქ ილია მეორის სიცოცხლისა და მოღვაწეობისთვის. ღმერთმა მისცეს ძალა, მშვიდობა და ნუგეში ყველას, ვინც გლოვობს ამ მწუხარებისა და დანაკლისის ჟამს“, – აღნიშნულია ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს გენერალური მდივნის, ჯერი პილეის განცხადებაში.