აშშ-ს სახელმწიფო სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს სამძიმრის წერილი

20 მარ 2026

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს სამძიმრის წერილი გაავრცელა. რუბიო წერილში აღნიშნავს, რომ ილია მეორის სულიერი ლიდერობა და ურყევი მემკვიდრეობა თაობებს დაამახსოვრდება. "ჩვენ ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ საქართველოს მოსახლეობას, ასევე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მორწმუნეს.“ - წერია მარკო რუბიოს სამძიმრის წერილში.