სამების საკათედრო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქის სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება

20 მარ 2026

სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის სამოქალაქო პანაშვიდი იმართება.

ტაძარი, ტაძრის ეზო და მიმდებარე ტერიტორია უკვე მესამე დღეა ხალხით არის სავსე. პატრიარქისთვის პატივის მიგების მსურველთა რიგი დიდია.

საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, სამების საპატრიარქო ტაძარი 24 საათის განმავლობაში ღიაა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა.

ილია მეორეს 22 მარტს სიონის ტაძარში  დაკრძალავენ.

ფოტო გალერეა