საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის სამუშაო საათები შეიცვალა

20 მარ 2026

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის სამუშაო საათები შეიცვალა. მუნიციპალური ავტობუსები, მიკროავტობუსები ასევე მეტრო ხვალ და ზეგ 21-22 მარტს ღამის 2 საათამდე იმუშავებენ, მგზავრთა გადაადგილება იქნება უფასო.