ევროკავშირის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტზე შეთანხმდნენ

23 ოქტ 2025

ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტზე შეთანხმდნენ, – ამის შესახებ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, დანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო წევრმა ქვეყანამ უკვე მოხსნა ვეტო სანქციების მე-19 პაკეტზე.

ახლა სანქციების საბოლოოდ დამტკიცებისთვის ოფიციალური პროცედურები დაიწყო.