სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნის პატივსაცემად თბილისსა და ბათუმში სხვადასხვა უწყების შენობებზე პატრიარქის ბანერები განთავსდა

20 მარ 2026

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნის პატივსაცემად თბილისში სხვადასხვა უწყების შენობებზე ილია მეორის ბანერები განთავსდა.

პატრიარქის ხსოვნის პატივსაცემად  ბანერი განთავსდა აჭარის მთავრობის სახლზეც.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა.

ილია მეორეს 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.