შეხვედრა ავსტრალიის ჯანდაცვის სტანდარტების საბჭოს წევრებთან

23 ოქტ 2025

მიხეილ სარჯველაძე ავსტრალიის ჯანდაცვის სტანდარტების საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესებისა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს კლინიკებში საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესების გაძლიერებაზე.