მინდა, მივუსამძიმრო ქართველ ხალხს ილია მეორის გარდაცვალების გამო, ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას სიძლიერეს ვუსურვებ ამ რთულ პერიოდში - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი

21 მარ 2026

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, ტომ ბერენდსენი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და ქართველ ხალხს კათოლიკოს-პატრიარქ, ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს.

სამძიმარს საქართველოში ნიდერლანდების საელჩო აქვეყნებს.

„ნიდერლანდების სამეფოს სახელით მინდა, გულწრფელად მივუსამძიმრო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მგლოვიარე ქართველ ხალხს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II გარდაცვალების გამო.

 

მისი უწმინდესობა ქართველ ხალხს თითქმის ხუთი ათწლეულის მანძილზე უწევდა სულიერ წინამძღოლობას და რწმენისა და ერთიანობის დედაბოძის როლს ასრულებდა ქვეყნის ისტორიის ტურბულენტურ პერიოდებში. ქართველ ხალხს იგი უყვარდა და პატივს სცემდნენ მისი სიბრძნისა და საქართველოს სიყვარულის გამო.

 

ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას სიძლიერეს ვუსურვებ ამ რთულ პერიოდში“, – ნათქვამია ბერენდსენის სამძიმარში.