კათოლიკოს-პატრიარქის ვიდეორგოლი ბათუმის ქუჩებში დამონტაჟებულ მონიტორებზე 

21 მარ 2026

დედაქალაქსა და რეგიონებში ათეულობით ლოკაციაზე დამონტაჟებულ ეკრანებზე პატრიარქის შესახებ ვიდეო-რგოლი ტრიალებს. მათ შორის ბათუმში რამდენიმე ლოკაციაზე. 

ეკრანებზე ილია მეორის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ვიდეო კოლაჟები გადის. ვიდეორგოლი ეკრანებზე 22 მარტის ჩათვლით დარჩება. 

ხსოვნის პატივსაცემად სხვადასხვა უწყების შენობებზე ილია მეორის ბანერებიც განთავსდა. მათ შორის,  ბანერი განთავსდა აჭარის მთავრობის სახლზეც.