სამზადისი სიონის ტაძარში

21 მარ 2026

პატრიარქს 22 მარტს, მისი ანდერძის თანახმად თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალავენ. ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, რომლის ეზოშიც წლების განმავლობაში პატრიარქის რეზიდენცია მდებარეობდა, ქვეყნის 141-ე პატრიარქის უკანასკნელი განსასვენებელი იქნება.

უწმინდესისა და უნეტარესის განსასვენებელი ტაძრის ჩრდილოეთით მომზადდა, იქ, სადაც ერის უდიდესი სიწმინდეები - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ივერიის ხატი და წმინდა ნინოს ჯვარია დაბრძანებული. ტაძარში სამზადისი ამ დრომდე გრძელდება.

მთელი დღის განმავლობაში, ადგილზე მგლოვიარე მრევლი მიდის და პატივს მიაგებს ილია მეორის ხსოვნას.