21 მარ 2026
საქართველოს კათოლიკოს პატრირქისთვის პატივის მიგების მსურველთა ნაკადი სამების საკათედრო ტაძართან ამ დრომდე არ წყდება - სავსეა ეკლესიის ეზო და მიმდებარე ქუჩები. უკვე მეოთხე დღეა ტაძარში ილია მეორესთან გამოსამშვიდობებლად მისულები რიგს საათობით ელოდებიან. ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიას მსოფლიო პატრიარქი ბართლომე დაესწრება, თბილისში ვატიკანის დელეგაციასაც ელოდებიან.
22 მარტს ქვეყნის მასშტაბით ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში, ზუსტად 12:00 საათზე, სამგლოვიარო ზარები დაირეკება. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გლოვის დღეები დაკრძალვის დღის ჩათვლით გაგრძელდება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში 17 მარტს, გარდაიცვალა.
პატრიარქს 22 მარტს, მისი ანდერძის თანახმად თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალავენ.