21 მარ 2026
აშშ-ის საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების კომისიის თავმჯდომარე, ვიკი ჰარცლერი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და ქართველ ხალხს კათოლიკოს-პატრიარქ, ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს.
“ძალიან დანაღვლიანებული ვართ ამ სამწუხარო ამბის გაგებით. ეს დიდი დანაკარგია ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისა და ყველა მორწმუნისათვის.
ჩემი გულწრფელი თანაგრძნობა და სამძიმარი ელჩს, საელჩოსა და მთელ ქართველ ერს”, - აღნიშნულია ვიკი ჰარცლერის სამძიმრის წერილში.