21 მარ 2026
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის პანაშვიდზე დასასწრებად ბათუმის მერიის მიერ უზრუნველყოფილი უფასო ტრანსპორტი დედაქალაქისკენ უკვე გაემგზავრა.
მოქალაქეები ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე დილის რვა საათიდან შეიკრიბნენ, წინასწარი რეგისტრაციის ფარგლებში თვითმმართველობა უფასო ტრანსპორტირებას სთავაზობს ხვალ პატრიარქის დაკრძალვაზე გამგზავრების მსურველებსაც. ტრანსპორტირება დილის 9 საათზე განხორციელდება.