ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გერმანიის პრეზიდენტის სახელით, საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გაკეთდა

21 მარ 2026

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში გერმანიის ფედერალური პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის სახელით, სამძიმრის ჩანაწერი გაკეთდა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.

კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.