უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საქმე - შეფასებები

23 ოქტ 2025

აღკვეთის ღონისძიების რა ფორმას მოითხოვს ბრალდება ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის? - ამ დრომდე უცნობია. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ითქვა, გადაწყვეტილებას არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე უახლოეს პერიოდში მიიღებენ.

სუს-ის ინფორმაციით, ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოკითხვის დროს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი და გამოძიებასთან სრულად ითანამშრომლა.

„ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნის ადვოკატების ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი მოწმის სახითაა გამოკითხული. შეფასებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრშიც.