პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უნგრეთში

21 მარ 2026

უნგრეთის დედაქალაქი კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების რიგით მე-5 კონფერენციას მასპინძლობს. კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ მინისტრის სიტყვით გამოვა. მთავრობის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძის გამოსვლა ძირითადად დაეთმობა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორეს შესახებ საუბარს. ღონისძიებას უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი გახსნის.

გამომსველებს შორის არიან , საეკლესიო პირები, კონფრენციის ხელმძღვანელები და ფუნდამენტური უფლებების ცენტრის გენერალური დირექტორი. წელს დღის წესრიგში დგას ისეთ საკითხებზე მსჯელობა, როგორიცაა მიგრაციის შეზღუდვა, ტრადიციული ღირებულებების დაცვა, ეროვნული იდენტობის გაძლიერება და ომისა და უსაფრთხოების საკითხები. 2026 წლის კონფერენცია განსაკუთრებულ პოლიტიკურ მნიშვნელობას იძენს, რადგან ის ტარდება უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე.

სიტყვით გამოსვლამდე პრემიერმა შეხვედრა გამართა უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან.