თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანკარაში, საქართველოს საელჩოში ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

21 მარ 2026

თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ბერის ექინჯიმ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ს გარდაცვალებასთან დაკავშირებით, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, არჩილ კალანდიას, თურქეთის ხელისუფლების სახელით, სამძიმარი გამოუცხადა. 

ანკარაში, საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში მინისტრის მოადგილემ ჩანაწერი გააკეთა. 

“ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების შესახებ. ვუსამძიმრებთ ქართველ ხალხს და მართლმადიდებელ ეკლესიას ასეთ დიდ დანაკლისს. ამ მწუხარების ჟამს , ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს თანაგრძნობას და სოლიდარობას, ქართველი ხალხის მიმართ”, - აღნიშნულია ბერის ექინჯის სამძიმრის წერილში.