21 მარ 2026
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, კვიპროსში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტი, ანიტა დემეტრიუ ეწვია და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
„კვიპროსის წარმომადგენელთა პალატის ყველა წევრის სახელით, მსურს გამოვხატო ჩვენი უღრმესი და გულწრფელი სამძიმარი მისი უწმინდესობისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების გამო.
მისი უწმინდესობა იყო არა მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერი წინამძღოლი, არამედ რწმენის, სიბრძნისა და ეროვნული ერთიანობის გამორჩეული საყრდენი. იგი დაუღალავად ემსახურებოდა მშვიდობას, შერიგებას და საქართველოს მდიდარი კულტურული და ზნეობრივი მემკვიდრეობის დაცვას.
მსოფლიომ ჭეშმარიტად ისტორიული პიროვნება დაკარგა, რომლის მამობრივი სიყვარული და ზნეობრივი სიცხადე სცილდებოდა საქართველოს საზღვრებს. მისი გარდაცვალებათ გამოწვეული დანაკარგი განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობა გლობალური არასტაბილურობის პერიოდში, როდესაც მისი მშვიდი და მტკიცე ხმა მნიშვნელოვანი საყრდენი იყო მშვიდობისა და საერთაშორისო წესრიგისათვის. მისი ღვაწლი შთაგონების წყარო იქნება მომავალი თაობებისთვისაც.
ჩვენი ფიქრებით და ლოცვებით ქართველი ხალხის გვერდით ვართ. მარადიული იყოს მისი ხსოვნა“, - აღნიშნა სამძიმრის წერილში კვიპროსის რესპუბლიკის პარლანეტის თავმჯდომარემ.
საელჩოში სტუმრობისას პარლამენტის პრეზიდენტმა გაიხსენა მისი უწმინდესობის ისტორიული ვიზიტი კვიპროსის რესპუბლიკაში 2014 წელს და ხაზი გაუსვა ორი ეკლესიის მჭიდრო, ისტორიულ კავშირებს.