ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

21 მარ 2026

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სამძიმრის გამოსახატად ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ეწვია.

ერმუხამეტ კონუსპაევმა სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.