21 მარ 2026
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, თესალონიკში საქართველოს გენერალურ საკონსულოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა საბერძნეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ მაკედონია-თრაკიის საკითხებში, კონსტანტინოს გიულეკასმა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.