21 მარ 2026
გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის სახელით მისმა უმაღლესმა წარმომადგენელმა საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
მიხელ ანხელ მორატინოსმა ხაზი გაუსვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩეულ როლსა და მრავალწლიან ღვაწლს. მან გულწრფელი სამძიმარი გამოუცხადა ქართველ ერს.