ეკლესია-მონასტრებში სამგლოვიარო ზარები დაირეკა

21 მარ 2026

ქვეყნის მასშტაბით ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში, ზუსტად 12:00 საათზე სამგლოვიარო ზარები დაირეკა.

მრევლი შეიკრიბა ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარშიც. მათ შორის იყვნენ პატრიარქის ნათლულებიც. მათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მოღვაწეობა გაიხსენეს და მის ღვაწლზე ისაუბრეს. 

ტაძარში ყოველდღიურად ტარდება სამგლოვიარო პანაშვიდიც. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გლოვის დღეები დაკრძალვის დღის ჩათვლით გაგრძელდება.