21 მარ 2026
საქართველო გლოვობს - უკვე მეოთხე დღეა, სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს - 24 საათის განმავლობაში არ წყდება იმ ადამიანების ნაკადი, რომლებსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან გამომშვიდობება სურთ.
ილია მეორისთვის პატივის მისაგებად იკრიბება მრევლი, მოქალაქეები, რომლებიც რეგიონებიდან ჩადიან, სასულიერო პირები, სხვადასხვა უწყების თანამშრომლები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.
პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგეს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტებმაც.