საქართველოში მსოფლიო პატრიარქს ხვალ ელოდებიან

21 მარ 2026

ხვალ საქართველოში მსოფლიო პატრიარქს ელოდებიან. პატრიარქი ბართლომე სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქისთვის  წესის აგების მსახურებაში  მიიღებს  მონაწილეობას. თბილისში ასევე ელოდებიან ვატიკანს დელეგაციას. ხვალ განსაკუთრებული პროტოკოლი იმოქმედებს.

მეუფე ნიკოლოზის განმარტებით, სამებასა და სიონში იქნებიან სინოდის წევრები და რამდენიმე მღვდელი, სასულიერო პირების ნაწილი კი საშვებით დაიშვებიან.

ხვალ მას შემდეგ რაც  წირვა და წესის აგების მსახურება დასრულდება,  სამების საკათედრო ტაძრიდან, უწმინდესის ცხედარს სიონის საკათედრო ტაძარში მსვლელობით გადააბრძანებენ.