ტრაპიზონში, საქართველოს საკონსულოში ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში მუნიციპალიტეტის მერმა, თურქეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს თავმჯდომარემ და სხვა სტუმრებმა ჩანაწერი გააკეთეს

21 მარ 2026

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურ საკონსულოს ტრაპიზონში ეწვივნენ ტრაპიზონის მუნიციპალიტეტის მერი, აჰმეთ მეთინ გენჩი, შავი ზღვის ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, ჰამდულლაჰ ჩუვალჯი და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი, ერკუტ ჩელები და თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარე, ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე.

სტუმრებმა სამძიმრის წიგნში ჩანაწერები გააკეთეს და ქართველ ერს სამძიმარი გამოუცხადეს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს კვირას, 22 მარტს სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალავენ. კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ფოტო გალერეა