21 მარ 2026
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრ, მოჰამედ ბინ რაშიდ ალ-მაქტუმის სამძიმრის წერილი მიიღო.
მოჰამედ ბინ რაშიდ ალ-მაქტუმი ქართველ ხალხს უსამძიმრებს.
„ღრმა მწუხარებით მივიღეთ ცნობა მისი უწმინდესობის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ. თქვენ, აღმატებულებავ, მეგობარ ქართველ ხალხს და განსვენებულის ოჯახს ვუცხადებთ გულწრფელ სამძიმარს და თანაგრძნობას ამ დიდი დანაკარგის გამო“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.