21 მარ 2026
პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის სახელმწიფო მდივანი, ვოიჩეხ კოლარსკი ეწვია.
კოლარსკიმ პოლონეთის პრეზიდენტ, კაროლ ნავროცკის სახელით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.
ვოიჩეხ კოლარსკის განცხადებით, მისთვის დიდი პატივია, რომ პირადად ესტუმრა საქართველოს საელჩოს და ამგვარად გამოხატა პატივისცემა და თანადგომა ქართველი ხახლის მიმართ, ამ მძიმე წუთებში.