საქართველო პატრიარქს გლოვობს

21 მარ 2026

საქართველო პატრიარქს ემშვიდობება. უკვე მეოთხე დღეა, ქვეყანა სულიერ მამას გლოვობს. სახელმწიფო დროშები დაშვებულია. ხალხის ნაკადი კი სამების საკათედრო ტაძართან, სადაც უწმინდესი და უნეტარესია დაბრძანებული, არ წყდება.

ილია მეორისთვის პატივის მისაგებად იკრიბება მრევლი, მოქალაქეები, რომლებიც რეგიონებიდან ჩადიან, სასულიერო პირები, სხვადასხვა უწყების თანამშრომლები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოში არსებული რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები მივიდნენ. 

უწმინდესის ხსოვნას პატივი მიაგეს ჩოხოსნებმა. ილია მეორეს სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდნენ ვატიკანის წარმომადგენლებიც.