კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია

21 მარ 2026

უნგრეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დასრულებულია. ირაკლი კობახიძის  ვიზიტი ბუდაპეშტში მხოლოდ რამდენიმე საათი გაგრძელდა. მთავრობის მეთაური კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. მისი გამოსვლა ძირითადად სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქზე საუბარს დაუთმო, იმ ღვაწლზე ისაუბრა, რომელიც პატრიარქს ქვეყნის წინაშე მიუძღვის.

პრემიერ მინისტრმა გლობალური პოლიტიკაზეც ისაუბრა. აღნიშნა, რომ ამ რთულ პერიოდში საქართველო ისევ ერთგული რჩება მისწრაფების გახდეს ევროკავშირის წევრი -  რწმენის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის სრული პატივისცემით.

“დღეს ევროპაში ყველაზე მამაცი ერი ქართველი ერია!” სწორედ ამ სიტყვებით მიმართა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ მინისტრს კონფერენციის ტრიბუნიდან. უნგრეთის პრემიერმა მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა და ბრიუსელი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

ტრადიციულად დღეს კონფერენციის მონაწილეებმა მოისმინეს აშშ-ის პრეზიდენტის ვიდეომიმართვაც. დონალდ ტრამპი ორბანს მოახლოებულ არჩევნებში მხარს უჭერს.

კონფერენციის გახსნამდე შეხვედრა გაიმართა უნგრეთისა და საქართველოს პრემიერ მინისტრებს შორის. 

ვიქტორ ორბანმა მთავრობის მეთაურს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოუცხადა.