საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II – 1933-2026

21 მარ 2026

უწმინდესი და უნეტარესი ილია II, რომელიც სამების ტაძარშია დასვენებული, ხვალ დაკრძალავენ. თუმცა, დღესაც, როგორც მანამდე, არ წყდება მისი ამ ქვეყნიდან გასაცილებლად მოსულთა რიგი, რომელიც ეკლესიის ეზოდან იწყება.

ყველას თავისი წილი პატრიარქი ჰყავდა გულში და ყველას სურს, უკანასკნელ გზაზე გააცილოს იგი.

სამების ტაძარში მუდმივად ისმის გალობის ხმა და აღევლინება ლოცვები მისი სულის მოსახსენებლად.