21 მარ 2026
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სიონის ტაძარში დასვენებიდან დაკრძალვამდე, საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სამგლოვიარო ზარები დაირეკება. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გამოსვენება სამების საკათედრო ტაძრიდან მოხდება კვირას, 22 მარტს, სავარაუდოდ 15:00 საათისთვის და პროცესია სიონის საკათედრო ტაძრისკენ გაემართება.
სიონის ტაძარში მისი უწმინდესობის დასვენების შემდეგ, მცხეთა-თბილისის ყველა ეკლესიას და ეპარქიებში მოქმედ ეკლესია-მონასტრებს ვთხოვთ, დარეკონ სამგლოვიარო ზარები დაკრძალვამდე“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციაში.