ილია მეორის დაკრძალვაზე დასასწრებად ვატიკანის დელეგაცია ჩამოვიდა

21 მარ 2026

კათოლიკე ეკლესიის საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, ვატიკანის დელეგაცია უკვე საქართველოშია. ქრისტიანთა ერთობის ხელშეწყობის დიკასტერიის პრეფექტს, კარდინალ კურტ კოხისა და ამავე დიკასტერიის თანამშრომელს, მონსენიორ ლადრაპა იარომირს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პაპის დესპანი, მთავარეპისკოპოსი ანტე იოზიჩი, მრჩეველი – მონსენიორ ალექსანდრ რაჰინია და ვატიკანის საელჩოს წარმომადგენლები დახვდნენ.

კარდინალი და მისი თანმხლები პირები ვატიკანიდან პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვისთვის ჩამოვიდნენ. კარდინალი აეროპორტში მოინახულა მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.

კარდინალი კოხი საქართველოს უკვე მესამედ სტუმრობს. პირველად 2014 წლის ბოლოს იმყოფებოდა. შეხვდა საქართველოში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს, სადაც განიხილეს კათოლიკურ ეკლესიასთან დაკავშირებული რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. მათ შორის, კონფესიების დაფინანსებისა და რუსთავში კათოლიკური ეკლესიის მშენებლობის შესახებ. მეორე ვიზიტით სასულიერო პირი საქართველოს 2016 წელს ეწვია.