21 მარ 2026
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიის საორგანიზაციო ღონისძიებებისთვის, 22 მარტის 02:00 საათიდან დაკრძალვის ცერემონიის დასრულებამდე, ქვეითად მოსიარულეებისთვის მოძრაობა შეიზღუდება მესხიშვილის ქუჩაზე. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ დასახელებულ დროის მონაკვეთში, აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილებისგან.