22 მარ 2026
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის პროცესია 15:00 საათზე სამების საკათედრო ტაძრიდან გამოსვენების შემდეგ გაემართება მესხიშვილის ქუჩის გავლით, ავლაბრის მეტრომდე და ბარათაშვილის დაღმართით ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით, შავთელის ქუჩის გავლით ზვიად გამსახურდიას სანაპიროზე სიონის საპატრიარქო ტაძრამდე.
გზების აღნიშნულ მონაკვეთებზე, საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა, დაემშვიდობოს მის უწმინდესობას, ასევე მთელს მარშრუტზე განთავსებულ დიდ ეკრანებზე ადევნოს თვალი დაკრძალვის ცერემონიის ტრანსლაციას.
კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის პროცესიის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.